მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

პროკურატურა სასამართლოს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

Published on

პროკურატურამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს ბრალდება წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თ.ღ.-ს და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების უფროსს მ.ღ-ს ბრალდება წარუდგინა და მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 ივლისს თ.ღ.-მ და მ.ღ.-მ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე, თ.ღ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაზიდეს 34071 ლარის ღირებულების, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 8310 კოლოფი სიგარეტი „Manchester“-ი. სამართალდამცველებმა აღნიშნული საქონელი თ.ღ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას იმავე დღეს ამოიღეს, რის შემდგომ თ.ღ. და მ.ღ. დააკავეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...