მთავარისიახლეებისამართალი,,მექანიკური შეცდომა“, რომელსაც გამოცდილი, მაგრამ მარიონეტი ექსპერტები მხოლოდ ზემოდან კარნახით ,,უშვებენ''

,,მექანიკური შეცდომა“, რომელსაც გამოცდილი, მაგრამ მარიონეტი ექსპერტები მხოლოდ ზემოდან კარნახით ,,უშვებენ”

Published on

ამ დრომდე უცნობია, როგორ ვერ შეამჩნიეს სპეციალისტებმა აქამდე, ერთი თვის განმავლობაში, ალექსანდრე გეჯაძის მიერ ნახსენები „მექანიკური შეცდომა“

. „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“ – მექანიკურიშეცდომაა“, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე უკრაინელი ექსპერტის, გალინა კარმოშინას და ცენტრ „ემპათიის“ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისს, ინციდენტის ღამეს, არამედ 20 ივნისს, შუადღისას. ეს მოსაზრებები მათ 19 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გასულ სიუჟეტსა და შემდეგ უკვე გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ გამოთქვეს.

ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც შაქარაშვილის ოჯახის მოთხოვნით იყო ჩართული სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაში, ამბობს:

„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“- ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდკი, ლპობა გამოხატული. პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც, ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და, ამავდროულად, ლპობითი ცვლილებები იყოს“.

გიორგი შაქარაშვილის გვამის პოვნისას, 22 ივნისს, ექსპერტი მდინარის პირას, გვამის დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“.

დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებით, გვამური გაშეშება გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ, 48 საათს და შემდეგ ის იხსნება, რაც ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ რაკიღა გიორგი შაქარაშვილის გვამი მაშველებმა იპოვეს 22 ივნისის შუადღის სამი საათისთვის და რაკი ექსპერტი მდინარის პირას დათვალიერების ოქმში წერს, რომ „სახეზეა გვამური გაშეშება ყველა ჯგუფის კუნთებში“, შაქარაშვილი გარდაიცვალა არა 19 ივნისის ღამეს, არამედ, 20 ივნისს, შუადღისთვის.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...