მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“- ზუგდიდში, გუბერნიასთან ყოფილი საჯარო მოხელეების აქცია გაიმართა

„მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“- ზუგდიდში, გუბერნიასთან ყოფილი საჯარო მოხელეების აქცია გაიმართა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართა.აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული პირები და მათი მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, მათთან ერთად აქციაში მონაწილეობდა  გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა და შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლის, ზვიად ლაგვილავას დაც.აქციის მონაწილეებს ეჭირატ ტრანსპარანტები წარწერებით „შონია სამეგრელოს შავი ჭირია“, „მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“, „არა ნეპოტიზმს“, „მოვითხოვთ სასამართლომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“. აქცია გუშინ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა, აქციის მონაწილეები გამგეობიდან თანამსრომელთა გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. კახა კუკავას თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, გამგეობიდან თანამშრომელთა გათავისუფლებაში კი მისი თქმით, „გუბერნატორის ხელი ურევია.“

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...