მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

“შეშფოთებით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში მომხდარ საქართველოს მხრიდან რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის ინციდენტებს.”

განცხადებაში საუბარია 6 -11 ივლისის პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან საქართველოს რამდენიმე მოქალაქის დაკავებაზე, რომელთაც ,, საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.”

“მიუხედავად მსგავსი დარღვევების სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათისა და რუსული მხარის განწყობისა, მოგვარდეს მსგავსი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და რბილად, თბილისი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობას და პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით უადგილოა მოცემულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულება პროვოკაციაში, განსაკუთრებით მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის “უხეშ დარღვევაში” და “გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან პანდემიის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდების სრულ უპატივცემულობაში”.”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს შეწყვიტოს “პროვოკაციები” და გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი:

“სასაზღვრო ინციდენტების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების და ერთობლივი, იურიდიულად სავალდებულო დეკლარაციი საჭიროებას ძალის არ გამოყენების თაობაზე”. – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში ყურადღება გაამახვილეს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი გატაცების თაობაზე აშშ-ს განცხადებაზეც:

“ცალკე გვინდა აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარი საქართველოში აშშ-ს საელჩოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომლებიც, უკვე იქცა ამერიკისთვის ტრადიციულ ქცევად, იმის გარკვევის გარეშე, რა მოხდა სინამდვილეში, იცავენ თავიანთ ქართველ ხელქვეითებს და მთელ ბრალს აკისრებენ მოსკოვს და ცხინვალს. ეს, როგორც მინიმუმ ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიის მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას.”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩომ 12 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ მართული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ სროლის, დაჭრის და დაკავების გამო და მომხდარს გმობს. აშშ-ს საელჩო საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე:

“ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.”

13 ივლისს მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც. დეპარტამენტის სპიკერმა ნორმან ორტაგუსმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა:”მკაცრად ვგმობთ რუსეთის მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრასა და დაკავებას. მოვუწოდებთ [საოკუპაციო ძალებს] დაუყონებლივ გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქე.კიდევ ერთხელ, ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები”.

 განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც, რომელშიც ადასტურებს, რომ ცხელი ხაზი ამუშავებულია და უზრუნველყოფენ ინფორმაციის გაცვლას.

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახლოდან დააკვირდება სროლის ინციდენტის და შემდგომ დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში, მისიის ხელმძღვანელი მარკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტთა პრევენციის და რეაგირების მექანიზმის, როგორც რეგულარული დიალოგის შესაფერისი ფორუმის სწრაფად აღდგენის მნიშვნელობას”. – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...