მთავარისიახლეებიკონფლიქტებისეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილე ყველა ძალა რუსეთთან...

სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მასში მონაწილე ყველა ძალა რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული

Published on

12 მარტს სეპარატისტულ ფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები გაიმართა.
 
კენჭისყრა საღამოს 20 00 საათზე დასრულდა. ხმები დათვლილის, თუმცა პირველადი შედეგები მხოლოდ დღეს გახდება ცნობილი. 
საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის თამაზ გოგიას თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში და დარღვევების გარეშე  ჩატარდა, შემოსულია მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც გადასატან ურნასთან არის დაკავშირებული. 
ამ წუთებში სოხუმში  ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს – მოელიან, რომ არჩევნების შედეგები სხდომის დასრულების შემდეგ, დღესვე  გასაჯაროვდება. 
 
აფხაზეთის საოარლამენტო არჩევნებში ბრძოლა ძირითადად პროსახელისუფლებო ბლოკს „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმსა“ და ოპოზიციურ პარტია „ამცახარას“ შორის მიმდინარეობდა.  პარლამენტში  ადგილებისთვის იბრძოდნენ  ცენტრისტული პარტიებიც  „აინარი“ და „ეროვნული ფრონტი სამართლიანობის და განვითარებისთვის“ .
მთავარი ინტრიგა ამ არჩევნებში იყო პოლიტიკურაპარეზზე ექსპრეზიდენტ  ალექსანდრ ანქვაბის დაბრუნება – იგი გუდაუთაში იყრიდა კენჭს და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მთელი აქცენტი მის განეიტრალებაზე ჰქონდა მიმართული, დაწყებული რეგისტრაციაზე უარის თქმისმცდელობით,  დამთავრებული ანტიანქვაბური მიტინგების ორგანიზებით,   მითვის ხელის სეშლა ვერ შეძლო. წინასწარი მონაცემებით ალექსანდრე ანქვაბმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მეთვრამეტე საარჩევნო უბანზეას ხელი ვერ შეუშალა.
 
ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ უკვე დაჯამებული შედეგებით ლიდერობს ხაჯიმბას კლანი. რამდენიმე  ოლქში გამეორებითი ტურები გახდა საჭირო.
 
სამწუხაროდ, არჩევნებში მონაწილე  ყველა ძალა – ორიენტირებულია რუსეთთან თანამშრომლობაზე
 
 
 

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...