მთავარისიახლეებისაზოგადოებამზად არიან თუ არა ზუგდიდში მოქმედი აუზები მუშაობის დასაწყებად

მზად არიან თუ არა ზუგდიდში მოქმედი აუზები მუშაობის დასაწყებად [Video]

Published on

სპორტული სივრცე ორი აუზით, ერთი სტანდარტული 25/12-ზე, მეორე კი- საბავშვო-სასწავლო აუზი 6/18-ზე, გამაჯანსაღებელ ჯაკუზი, საუნა და სავარჯიშო დარბაზი – ასეთი კომპლექსური სახის უმაღლესი ევროპული ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი ზუგდიდში, „ბაიას“ სპორტულ ბაზაზე თებერვლის ბოლოს გაიხსნა, თუმცა გახსნიდან რამდენიმე დღეში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურა. როგორც ჩვენთან საუბარში შპს „ბაია ზუგდიდის“ მფლობელი და ბიზნესმენი ზვიად სიჭინავა ამბობს, მათ შრომის ინსპექციისგან შემოწმება უკვე გაიარეს. რაც შეეხება თავად რეგულაციებს, ზვიად სიჭინავას თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სპეციალური საშუალებები შეიძინეს. რაც შეეხება გარემოსა და პირობებს, ამაში თავადვე დარწმუნდებით, რადგანაც აქ ყველა ზომა, სტანდარტი და შესაბამისი ტექნოლოგიური პირობები აბსოლუტურად არის დაცული. საუკეთესო პირობები ფასებთან ერთად, რეგისტრატურაში თქვენ შეგიძლიათ ერთთვიანი აბონემენტის შეძენა, რომელშიც რვა სასწავლო გაკვეთილი შედის, ღირებულება 100 ლარია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...