მთავარისიახლეებიპოლიტიკასენაკის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

სენაკის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია

Published on

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის  თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენებული ხვიჩა ჯიშკარიანი ჩაანაცვლა ჯუმბერ ლაშქარავამ, რომელიც აქამდე  საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს'' თავმჯდომარე იყო. ახალი თავმჯდომარის არჩევა გუშინ გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოხდა. ამ გადაწყვეტილებას  22-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარისაკრებულოს სხდომას არც ამჯერად დასწრებია დეპუტატების ის ნაწილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა წინადღეს გამართული საკრებულოს სხდომა და მონაწილეობა არ მიუღია იმპიჩმენტის პროცედურაში,  რამდენადაც, მათი განცხადებით,  ,,ის, რაც სენაკში ხდება, არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი, და  რეალურად „ქართულ ოცნებაში“ შიდაპარტიული დაპირისპირება მიმდინარეობს.''.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე  ხვიჩა ჯიშკარიანის ერთადერთ რეალურ ალტერნატივად და ყველაზე მისაღებ კანდიდატურად   მმართველი წრეების , მათ შორის პრემიერ – მინისტრის მიერ ჯუმბერ ლაშქარავა მოიაზრებოდა, დიდი ხანია ვრცელდება როგორც თავად ხვიჩა ჯიშკარიანის, ისე საკრებულოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან, თუმცა თავად   ჯუმბერ ლაშქარავა უარყოფდა ამას.

 

დღეს იგი აცხადებს, რომ პატივს სცემს საკრებულოს გადაწყვეტილებას და მზად არის შეუდგეს მუშაობას სენაკის რაიონში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.  

 

რაც შეეხება ყოფილ თავმჯდომარეს, იგი მისი გადაყენების შესახებ  სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილების  სასამართლოში გასაჩივრებას  გეგმავს.

 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...