მთავარისიახლეებისამართალიდამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობა — პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა

დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობა — პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა

Published on

გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტა. 10 ივლისიდან ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით.

ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიღო. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

პროკურატურა აცხადებს, რომ მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

“მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან”, — წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შაქარაშვილს გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს. უწყებამ ექსპერტიზის დასკვნა დღეს, 10 ივლისს გაასაჯაროვა. დასკვნაში წერია, რომ შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით:

“გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს

სიახლეები

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...

როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ – ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით,...

ელენეს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ეს უნდა შესრულდეს – ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოოზულ მკურნალობას საჭიროებს. ოპოზიციონერის...