ის შავი კაცი ვინ იყო?

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროაცხადებს, რომ ს 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის “ავტორიტეტი”, ავთანდილ ბილანიშვილი.

“დადგენილია, რომ ის არის 1996 წელს დაბადებული, ხაშურში მცხოვრები ლ.ლ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არის ა.ბ., სიმართლეს არ შეესაბამება.” – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში

ლაშა ლურსამანაშვილი, რომელსაც შაქარაშვილის საქმის ფარგლებში შსს-ში გვიან ღამემდე კითხავდნენ, ამბობს, რომ 19 ივნისის ღამეს, როდესაც გიორგი შაქარაშვილი დაიღუპა, დიდუბის ტერიტორიაზე თეთრი მიკროავტობუსიდან ის გადმოვიდა. მთავართან ინტერვიუში ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა. 

“ღამის 12 საათისთვის ჩემს პირად საქმეზე წავედი. ორის ნახევარზე, დაახლოებით, ორის ოც წუთზე ვიყავი დიდუბეში. ჩამოვედი მიკროავტობუსიდან, რომელმაც წამიყვანა და სადღაც 10 მეტრის რადიუსში მოდის პიროვნება, რომელიც მთხოვს დასარეკს. არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის, ჩვეულებრივი პატარა ბიჭი. დასარეკი არ მქონდა, არ დავარეკინე და მანდ გადაიკვეთა ჩვენი გზა. მეტი არაფერი არ მომხდარა, არ ყოფილა. დაახლოებით 10 წამი ვესაუბრე, მეტი არა. მე მივდივარ, კადრში კარგად ჩანს, რომ ის მომყვება, მაგრამ ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილა.

ტელევიზიის სახით ვიცი, რომ ეს ამბავია მომხდარი, სხვა არაფერი. მე ვარ ის თეთრპერანგიანი. მე ვადასტურებ, რომ მე ვარ, ჩემ თავს ვცნობ, რომ მე ვარ ის თეთრპერპერანგიანი”, – ამბობს ის.

ჟურნალისტმა ლურსმანაშვილს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ის ტანსაცმელი, რომელიც კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რაზეც მან უპასუხა, რომ “ის ტანსაცმელი სამინისტროშია. გამოძიებას სჭირდება და აქვს.”  

“შავ ტანსაცმელში და თეთრ ტანსაცმელში სხვადასხვაა ადამიანი, მაგრამ მე ვარ-მეთქი, ვადასტურებ”, – ამბობს ლურსმანაშვილი. 

მედიაში გავრცელებული კადრებით, 19 ივნისს, გამთენიისას, თეთრპერანგიანი ახალგაზრდა კაცი თეთრი სატვირთო მიკროავტობუსიდან გადმოდის და გიორგი შაქარაშვილის მეგობარს და საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურთან მაშინ ხვდება, როცა ის ბრალდებულებმა ტოიოტა კამრიდან ჩამოსვეს. 

სიახლეები

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...

როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ – ელენე ხოშტარია

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან ახალ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით,...

ელენეს აქვს თურქი ექიმისგან დანიშნულება და ეს უნდა შესრულდეს – ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოოზულ მკურნალობას საჭიროებს. ოპოზიციონერის...

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ცნობით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი...