მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ს ებრძვის, ის ვერ გაიმარჯვებს. მან...

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი რუსთავი2-ს ებრძვის, ის ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს”

Published on

.რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა. ნიკა გვარამიამ მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მან კონკრეტული მოსამართლეების გადადგომაც მოითხოვა.
 
„ვზეიმობთ ძალიან დიდ გამარჯვებას, ომი დამთავრებული არ არის, ჩვენი ომი უთანასწოროა, ჩვენს წინააღმდეგ არის ბევრი ფული, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ არ არის სიმართლე, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ, დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის დამსახურება,“ – განაცხადა ნიკა გვარაიამ და ასევე დაამატა, რომ „ევროპა წამოვიდა ჩვენკენ“.
 
ნიკა გვარამიამ ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის რუსთავი2-ს ვერ გააჩუმებს.
 
„ის რუსთავი2-ს ებრძვის, ეს ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს. მან შეიძლება, ვიღაცეები გააჩუმოს, მაგრამ ვერ გააჩერებს ხალხს.  რუსთავი2 არის ხალხის ხმა და ვერ გააჩუმებს ვერც რუსთავი2-ს,“ – აღნიშნა გვარამიამ.
 
ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორს, საერთაშორისო საზოგადოებას, ევროპელ მოსამართლეებს, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ ქართველ მოსამართლეებს კი გაყიდული მონები უწოდა და მათი გადადგომა მოითხოვა.
 
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლოს უნდა ჩამოშორდნენ: ნინო გვენეტაძე, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მზია თოდუა, ზურაბ ძლიერიშვილი, ვასილ როინიშვილი, მაია ვაჩაძე, გიორგი შავლიაშვილი,  ნატალია ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე და შორენა ყაველაშვილი.
 
„ვითხოვთ, რომ ეს ხალხი წავიდეს  სასამართლოდან,“ – აღნიშნა გვარამიამ და დასძინა, არ შეიძლება, ეს მოსამართლეები ლექციებს კითხულობდნენ. ამიტომ რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა სტუდენტებს მოუწოდა, არ დაესწრონ მათ ლექციებს. 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...