მთავარისიახლეებიპოლიტიკაგულისხმობდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ევრაზიის კავშირისადმი საქართველოს მთავრობის...

გულისხმობდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ევრაზიის კავშირისადმი საქართველოს მთავრობის პოზიციის შესაძლო ცვლილებებს?

Published on

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პასუხობენ  ამ უკანასკნელის მიერ გუშინ ახალ პოსტზე წარდგენისას  გაკეთებული განცხადების იმ ნაწილის ირგვლივ გაჩენილ კითხვებს, რომელიც ეხება მის პოზიციას  ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებში საქართველოს ადგილის მიმართ. 

,,ჩვენი ევროპული არჩევანი არასდროს გადაიხედება, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში პრემიერმა ღარიბაშვილმა –   ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გააკეთეს. ასე რომ, არათუ ჩვენს მთავრობას, არამედ არც ერთ მთავრობას არ შეეძლება ამის გადახედვა. ყოველგვარი სპეკულაციები რომ დავამთავროთ ამასთან დაკავშირებით, ეს პოზიცია არ შეიცვლება არასდროს. რაც შეეხება კვირიკაშვილის განცხადებას, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, პოტენციალი, რომელიც არსებობს არამარტო ჩვენს, არამედ ყველა კონტინენტზე. ერთია ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ეს არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე", რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას,  იგულისხმებოდა თუ არა კვირიკაშვილის განცხადებაში  რაიმე ფორმით ევრაზიული კავშირი, ღარიბაშვილმა სერიოზული კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და უპასუხა – "საბჭოთა კავშირი".

 ,,თუ ვინმე ვერ არჩევს ერთმანეთისგან ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს, მე მგონია, ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს , –  ასეთი იყო დღეს    გიორგი კვირიკაშვილის კომენტარი იმ შეფასებებზე, რომელიც მის  გუშინ გაკეთებული  განცხადების მოჰყვა, კერძოდ მათ მიმართ, ვინც ამ განცხადებაში დაინახა მინიშნება ევრაზიის კავშირისადმი საქართველოს მთავრობის პოზიციის შესაძლო ცვლილებებზე. 

შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა ევრაზიის კონტინენტთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება  გააკეთა:."ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით".

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...