„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის წევრის ლევან ნატროშვილის განაცხადებით, კვლევაში მოცემულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე არსებული პერიოდი.კვლევის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი – 21 310 211 ლარი (66%) „ქართულმა ოცნებაზე“მოდის, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 811 045 ლარი, მესამეზე კი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ – 1 674 908 ლარი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოსავალი 7-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოწირულობებს.კვლევის თანახმად, საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა შესწირეს ფული. ნატროშვილის განცხადებით, აქედან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვებს, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიისთვის თანხა გადაერიცხათ. ამ 8 პირიდან 4 მოქმედი ან ყოფილი პარლამენტის წევრია. ესენი არიან ზვიად კვაჭანტირაძე,ზაზა პაპუაშვილი, ფატი ხალვაში და ზურაბ აბაშიძე.ორგანიზაციამ ეს მონაცემები პარტიების მიერ შევსებული დეკლარაციების, ცესკო-ს და მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით წარმოადგინა. კვლევა USAID-ის დახმარებით მომზადდა.
“ქართული ოცნების” დაფინანსება სხვა პარტიების შემოსავლებს რამდენჯერმე აღემატება
Published on