მთავარისიახლეებისამართალიდაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა

დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა

Published on

დაკავებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა. მისი ექსტრადირება გერმანიიდან საქართველოში დღეს მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ. ცნობისთვის, ჭაკუა ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა. მას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ის ასევე ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოწმეებზე ძალადობა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან. კერძოდ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...