მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსმა დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი

სანდრა რულოვსმა დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი

Published on

სანდრა ელისაბედ რულოვსმა დაასრულა  ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსი  გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკაში – ინფორმაციას ამის შესახებ იგი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს. 
 მაგისტრის წოდება მას პირველებმა შვილებმა მიულოცეს.
ლედი სანდრას გულით ულოცავს  ამ წარმატებას ასეულობით ადამიანი სოციალური ქსელის მეშვეობით,  თუმცა ეს ინფორმაცია სულ რაღაც ნახევარი საათის წინ გავრცელდა.
 ,, დაძაბული შრომისა და დიდი ძალისხმევის   შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებული ვარ გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკაში! '' – წერს სანდრა რულოვსი, რომელსაც ეს, პირველ რიგში, ისევ საქართველოსთვის სჭირდება, იმ ხალხისთვის, რომელსაც ღამეებს უთევდა საავადმყოფოებში, ანუგეშებდა მძიმე ავადმყოფებს, მათ შორის სასიკვდილოდ გადადებულებსაც ,  მიჰქონდა მათთან მზია ბებოს მოხარშული მურაბები,  ცხვირს არ უბზუებდა თხრამლისა დ სისხლის სუნს,  არ ერიდებოდა მათი  ღამის ქოთნების ტარებას ( ზედმეტად ნატურალურია ეს აღწერილობა?  იყოს ასე –  სპეციალურად იწერება  მათთვის, ვინც გაუგონარ ცილისწამებას უთხზავდა და   სწორედ იმას  აბრალებდა, რის წინააღმდეგც იბრძოდა),   ხელს უწყობდა ობლებსა და მიუსაფრებს, ეძებდა და პოულობდა ნიჭიერი,  სწავლამოწყურებული, მაგრამ ხელმოკლე ახალგაზრდების განათლებისთვის აუცილებელ სახსრებს   და ამ კონკრეტული დახმარებისა და მსახურების პარალელურად ამუშავებდა გლობალური ჯანდაცვის საკითხებს, ინიცირებასა და ორგანიზებას უწევდა სამედიცინო დახმარების პროგრამებს,   და, რა თქმა უნდა,  როგორც პირველ ლედის,   თავისი წვლილი შეჰქონდა სახელმწიფოს განვითარებაში, პოლიტიკური კულტურის ამაღლებაში,   მაღალი მუსიკის, მაღალი ხელოვნების  პოპულარიზაციაში.  ეს იყო მისი შვილებისათვის ,,მოპარული'' დრო, რაც ძალიან ძნელია ნებისმიერი დედისთვის და განსაკუთრებით მსგავსი ნატურის ადამიანისათვის, მაგრამ იგი ისევ თავისი ცხოვრების წესის ერთგული რჩება და ამის წყალობითაც, პირადი მაგალითითაც ზრდის  თავის შესანიშნავ შვილებს 
 
სანდრა რულოვსს არ სჭირდება მაღალი რეგალიები, იგი არ არის ყოფილი პირველი ლედი, იგი ისედაც ნამდვილი ლედია. 
ამიტომ სანდრა რულოვსი გამორჩეულად უყვართ, შესაძლოა, უსახელო, შეუმჩნეველ, უბრალო,  მაგრამ  ღირსეულ ადამიანებს, რადგან  მხოლოდ ღირსეულს შეუძლია სხვისი ღირსების დანახვა და დაფასება. ღირსება კი ხშირად ჯვალოსა და ფლანელის ხალათში უკეთ  და ბუნებრივად გრძნობს თავს, ვიდრე ოლიგარქის ნაბოძვარ ძვირფას პიჯაკებში. 
  წარმატებები  ლედი სანდრას, იგი სჭირდება მომავლის საქართველოს. მომავალი კი მოდის!
 

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...