მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! - ელენე ხოშტარია პასუხობს...

არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! – ელენე ხოშტარია პასუხობს მამუკა მდინარაძის განცხადებას გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ

Published on

ქუჩაში ჩხუბი, ახალგაზრდებს შორის რაღაცა შეხლა-შემოხლა ყოველთვის იქნება. პრობლემა იქნება, დანაშაულიც იქნება. კაცობრიობის პრობლემაა დანაშაული, ზოგადად და ჩვენ ახლა ვსვამთ შეკითხვებს, რომ კაცობრიობის პრობლემებთან დაკავშირებით, ზოგადსაკაცობრიო პრობლემებთან დაკავშირებით, უფრო ზუსტად, რატომ ვერ ხდება რაღაცების მოგვარება. ხდება. ჩვენ გვახსოვს, რომ ათი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე დღეს არის. ოცი წლის წინ გაცილებით უარესი სიტუაცია იყო, ვიდრე ათი წლის წინ და ასე, დინამიკაში ჩვენ ვვითარდებით.” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ლაპარაკისას

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას:

,,მდინარაძის განცხადება, რომ თურმე მკვლელობები ხდება, წარმოუდგენელ უგულობასთან ერთად, სისტემური პრობლემის ნათელი მაგალითია. ჯერ ბიძინა იძახდა კრიმინალი ყველგან ხდებაო. ანუ მმართველი გუნდი კრიმინალს ეუბნება, ნორმაა, რასაც შვებიო. ესაა კრიმინალის აღქმა. კრიმინალი რომ ხდება, ყველამ ვიცით, მაგრამ მთავრობისგან მისი აღკვეთა გვინდა და არა მასთან შეგუება. მაგისთვის გიქირავეთ.

ხორავას გამოძიებაზე რაც მოხდა, ეგეც მეორე კრიმინალის წამახალისებელი ქმედება სახელმწიფოსგან. მდინარაძე პირადად და ეს გუნდი მთელი ძალით “მასტავდენ” სისტემას მიჩქმალვაში. ესეც სახელმწიფოს პოზიცია, დალაგება იზ ველქომ.

16 წლის ბიჭზე პოლიციამ იძალადა, მერე თქვა, არაფერია გამოსაძიებელიო და უბნის კრიმინალები მიუგზავნა დალაგდიო. ესეც ალიანსი პოლიციად წოდებულ კრიმინალებსა და ქუჩას შორის. აღარაფერს ვამბობ არჩევნებზე და ვასაძის აქციებზე მათ გამოყენებაზე.

ზედ ალუბალი, სუსი “საბოტაჟს” იძიებს. არაა ეს სახელმწიფო, ამისთვის არ ქირაობს ხალხი მთავრობას! და ძალიან მზარდად საშიშია ეს ყველაფერი”

სიახლეები

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე, რომლიც 145 იურიდიულ და ფიზიკურ პირს შეეხებათ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. შეზღუდვები სულ 145 ფიზიკურ და იურიდიულ პირს...

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა,...