დღეს დილით ფოთის ბაზარში 200-მდე მოვაჭრეს სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდა. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ ამ ფორმით დასაჯა ისინი, ვინც გააპროტესტა იჯარის თანხის გაზრდა და ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას. ისინი ამბობენ, რომ ისედაც მძიმე მძიმე სოციალური პირობები აქვთ, აღებული აქვთ სესხები ბანკში და მომატებული თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტარიფის მატება გარდაუვალი პროცესია და შეცვლილი ტარიფის თანახმად მოვაჭრეებმა დღეიდან ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 200 ლარი უნდა გადაიხადონ. :,, სხვარეგიონებთანშედარებითჩვენმიერდაწესებულიიჯარისგადასახადი, მინიმალურია. “ – ამბობს ბაზრის დირექტორი თეა ბელთანი.
დღეს ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ფოთის მერი ირაკლი კაკულია მივიდნენ, თუმცა მოვაჭრეებს ვერაფერი უთხრეს იმის გარდა, რომ კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევიან