მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს

ზუგდიდში წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს

Published on

წუხანდელმა ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის მაცხოვრის გორის მიდამოებში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე არხები და წყალი მოსახლეობისეზოებსა და სარდაფებში შეიჭრა, რამდენიმე ოჯახს ზამთრისთვის მომზადებული დაკონსერვებული მარაგები გაუნადგირა. წყალი დაგროვდა რუსთაველის ქუჩაზე მდგარი  შენობის  ( #89) საძირკველშიც/.

 საქმეში  წუხელვე  ჩაერთვნენ სამაშველო ბრიგადები და  ზედამხედველობის სამსახური, მტელი რამე მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები, მაგრამ ამოტუმბული წყალი არხების გადავსების გამო კვლავ ადგილზე ტრიალებდა.  დილიდან მიმდინარეობს არხების გაწმენდითი სამუშაოები. ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან პრობლემებს. მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი , შესაძლო ძლიერი წვიმის სემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ნომრებზე: 595 229 128, 591 445 378 78.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...