მთავარისიახლეებიუკრაინათელავში სამი თვის ბავშვი მოიწამლა. საქართველოს ქალაქებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულთა...

თელავში სამი თვის ბავშვი მოიწამლა. საქართველოს ქალაქებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება.

Published on

საქართველოს ქალაქებში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა განუწყვეტლივ იზრდება.  
სავალალო მდგომარეობაა რუსთავშიც. 1-ელი თებერვლიდან დღემდე რუსთავში გაზის ინტოქსიკაციის 120-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო სამი დღის განმავლობაში,აქ  ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბებია და 12 წლის შვილიშვილი, ასევე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი.
გაზის გაჟონვის შედეგად 3 თვის ბავშვი მოიწამლა თელავში,   შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა წუხელ გადაიყვანა. როგორც თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, 3 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მშობლებმა ცუდად იგრძნეს თავი, გაზის სუნმაც შეაწუხათ, ბებიას თავბრუ დაეხვა, ბავშვს კი ზედმეტი ძილიანობა აღენიშნებოდა. მშობლებს შეეშინდათ და ბავშვი ჯანმრთელობის ცენტრში გადმოიყვანეს. 3 თვის ბავშვს მაშინვე გაეწია პირველადი დახმარება და მიეწოდა ჟანგბადი. ზედმეტი ძილიანობა გაზით ინტოქსიკაციის ერთ–ერთი სიმპტომია. მცირე დოზით იყო მოწამვლა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა", – განაცხადა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...