მთავარისიახლეებიპოლიტიკასტრასბურგში შესაძლოა უკვე დღეს მიიღონ გადაწყვეტილება გახანგრძლივდება თუ არა შეჩერების...

სტრასბურგში შესაძლოა უკვე დღეს მიიღონ გადაწყვეტილება გახანგრძლივდება თუ არა შეჩერების მექანიზმი რუსთავი 2 – თან დაკავშირებით

Published on

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ შესაძლოა უკვე დღეს მიიღოს გადაწყვეტილება  გაახანგრძლივებს თუ არა შეჩერების მექანიზმს რუსთავი  2 – ის საქმესთან დაკავშირებით. 
 
სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებს შორის კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება. გადაწყვეტილება გამოქვეყნდება სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მხარეებს დაეგზავნება. სწორედ ამიტომ არ იმყოფებიან რუსთავი 2-ის იურისტები სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან კომუნიკაცია წერილობითი სახით ხდება.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროსასამართლოში  ქიბარ ხალვაში და მისი ადვოკატი, პაატა სალია იმყოფებოდნენ, რაც კარგს არაფერს ამბობს დაცვის მხარის პროფესიონალიზმზე 
 
რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მის გარშემო ატეხილ ხმაურს ხელისუფლებისა და მასთან ასოცირებული ,,საზოგადო მოღაწეების'' მხრიდან, რომელნიც ღია ტექსტით აცხადებენ, რომ აღსრულების მექანიზმის დროებითი შეჩერება სასამართლოზე გარკვეულ ძალთა ზეწოლის შედეგია, ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.
 
იგი აცხადებს, , რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე რაიმე სახის ზეწოლის საფრთხე არ არსებობს.
 
მისი თქმით, აუცილებელია სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტს მიეცეს საშუალება შეამოწმოს და შეისწავლოს საქმის ყველა მხარე.  
 
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტია. არანაირი სახის დაშინების საფრთხეს ვერ ვხედავ ამ ინსტიტუტის მიმართ. ჩემი აზრით, მთავარია მივცეთ სხვადასხვა სასამართლო ინსტიტუტს შეამოწმოს საქმის ყველა მხარე. ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს არის სამართლიანობის საფუძველი. ვერც კი დავუშვებ, რომ ევროპულ სასამართლოზე ვინმე ზეწოლას ახდენდა,“ – განაცხადა იან კელიმ.
 
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა. 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...