მთავარისიახლეებისამართალიდღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გიორგი გაბუნიას და ნიკა...

დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გამოკითხავენ

Published on

სამართალდამცავები თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხავენ „მთავრი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და არხის დირექტორ ნიკა გვარამიას.

გაბუნიას გამოკითხვა 11 საათზე დაიწყება, გვარამიასი – 13 საათზე. ისინი ჩვენების მისაცემად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 17 და 18 ივნისს დაიბარეს, თუმცა, ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვეს.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. 2019 წლის ივლისში, გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბოკოვი დააკავეს “შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...