მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“ - აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

,,ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“ – აცხადებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

Published on

,, ქვეყანაში უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი. ეს მათ უკეთეს მთავრობად აქცევს'' – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, საზოგადოებრივი მაუწყებლის უახლესი გამოწვევების შესახებ მიმდინარე კონფერენციაზე .
 
 ელჩის თქმით, თავრობის ყველაზე მთავარი საზრუნავი თავისუფლებების შენარჩუნებაა და დამოუკიდებელი მედია ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. საქართველო მოდელია ამ რეგიონისთვის ამ კუთხით. საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით წინ მიიწევს, ხოლო რეგიონის სხვა ქვეყნები კი უკან მიდიან დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. საქართველო სამაგალითო მოდელია ამ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვინდა, საქართველო წარმატებული იყოს“, – განაცხადა იან კელიმ.
 
„ვგულისხმობ, ძლიერ ოპოზიციას, რომელსაც შეუძლია გამოხატოს საპირისპირო აზრი, თუნდაც როდესაც ამის მოსმენა რთული იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენს მიმართვაში მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ ყველა ხმის, მათ შორის მთავრობისადმი კრიტიკული ხმების წვდომა უზრუნველყოფილი იყოს. მთავრობამ უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და უზრუნველყოს მათი წვდომა ხალხისადმი, რომ ხალხმა გაიგოს ეს კრიტიკა. ჩვენ განვაგრძობთ მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას“, – განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...