მაღალი თანამდებობის პირები ღიად აფიქსირებენ კრიტიკის მიუღებლობას და სურვილს, არ მოისმინონ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. ”კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველთვის სამართლიანია, მაგრამ კრიტიკა გაძლევს შესაძლებლობას, არგუმენტებში საკუთარი სიმართლე აჩვენო. ჩვენ პოლიტიკოსები უნდა ვისმენდეთ კრიტიკას და არ უნდა ვიყოთ მზად, კრიტიკა გავაჩუმოთ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს ვუკეთებთ საკუთარ თავს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” რუსთავი 2 -ის ორგვლივ მიმდინარე პროცესებზეს აუბრისას – ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს. ''
პრეზიდენტის განცხადებით, ”რუსთავი2”-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც , გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება..
სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამჯერადაც ვერ დააღწია თავი დღეს არსებული სიტუაციის კრიტიკის შერბილების მცდელობას წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის კრიტიკით ( ასე ხდება ქვეყანაში, სადაც, როგორც ერთერთი პოლიტიკოსი ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოხსნით ემუქრება), ,, 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული – მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.