მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გადასასვლელები აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით ჩაიკეტა.

Published on

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა. დღეს დილიდან გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს კი დამატებით 50 კმ-მდე მანძილის გავლა მოუწევთ. სავარაუდოდ უკვე 10 დღეში ამოქმედდება საბაჟო გამშვები პუნქტი – ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც განბაჟებას დაექვემდებარება.საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მცდელობა რუსეთს რამდენიმეჯერ ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების ტერიტორიაზე აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ რუსულმა მხარემ პირველად შეასრულა განკარგულება მთლიანი ოკუპაციის ხაზის ჩაკეტვის შესახებ. ადგილობრივების განცხადებით, ბოლო 5 წლის განმალობაში საოკუპაციო ხაზის მთელ სიგრძეზე გაიყავნეს მავთულხლართბი, დამონტაჟდა ვიდეოკამერები, განლაგდა 24 ახალი საგუშაგო და 11 სამხედრო ბაზა. 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...