მთავარისიახლეებისამართალი"ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმე - დაზარალებულთა დედას და ბებიას 19-19-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

“ბავშვთა პორნოგრაფიის” საქმე – დაზარალებულთა დედას და ბებიას 19-19-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

Published on

“ბავშვთა პორნოგრაფიის” საქმეზე 3 ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაზარალებულთა დედასა და ბებიას, მ.პ. და ც.მ.-ს 19-19-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ავსტრალიის მოქალაქე  პ.ლ.-ს კი 20 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

“საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულები – პ.ლ., მ.პ. და ც.მ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა ეპიზოდში, კერძოდ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით. სასამართლოს განაჩენით ავსტრალიის მოქალაქე პ.ლ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს მ.პ-ს და ც.მ-ს 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება”- აცხადებენ პროკურატურაში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...