პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცასთან გავრცელებულ ინფორმაციებს საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებულ მცდელობად აფასებს.საკონსტიტუციო კომისიის სხომაზე მან საქართველოს პრეზიდენტს არაკორექტიული განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებში დამატებითი ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.„თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება, ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.