მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია მიმართავს ქიბარ ხალვაშს, რომ მიყიდოს ტელევიზია რუსთავი2-ის გუნდს

ნიკა გვარამია მიმართავს ქიბარ ხალვაშს, რომ მიყიდოს ტელევიზია რუსთავი2-ის გუნდს

Published on

საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა“ – განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. „რუსთავი 2 არის ამ ქვეყნის ერთადერთი მსხვილი კრიტიკული მედია და დღეს გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, გამომდინარე იმ განცხადებებიდან, რაც უკვე გაკეთდა, ძალიან სერიოზული საფრთხეების წინაშე დადგა, ამიტომ რუსთავი 2-ის გუნდი აკეთებს შემდეგ განცხადებას: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ უკანონო გადაწყვეტილებას და მივიჩნევთ მას პოლიტიკურ და არასამართლებრივ გადაწყვეტილებად, ფორმლაურად, ის არის მაინც ძალაში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები მესაკუთრეებთან, რომლებიც ნამდვილად კანონიერი მესაკუთრეები არიან, მიუხედავად იმისა, რას იტყვის 9 სულგაყიდული მოსამართლე, მათ ექნებათ საერთაშორისო სასამართლო დავები ქიბარ ხალვაშთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას – რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა ტვ პირველის ეთერში და მადლობა ამ კომპანიას, ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და ის აპირებს რუსთავი 2-ის გაყიდვას. ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას, ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს რუსთავი 2. ესენი არიან ადამიანები, ვის გამოც რუსთავი 2 არის ისეთი, როგორიც არის, მე არა. გადაეცით რუსთავი 2 მის კოლექტივს, თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, თუ არ ცრუობთ და თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთხმად აჟღერებული ტელევიზია, გადაეცით ტელევიზია ამ კოლექტივს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ

სიახლეები

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...

შსს- ამოღებულია 185 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

უარს ვამბობ დაცვაზე, უარს ვამბობ სასამართლოში გამოცხადებაზე-ხოშტარია

დღეს იზოლატორში შემოვიდა „სანდომიანი მამაკაცი“, გულდასმით გაპარსული წვერითა და მოწესრიგებული. მივესალმე, რას ვერჩი, მაგრამ...

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...