მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს"- ნუგზარ წიკლაური

“ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს”- ნუგზარ წიკლაური

Published on

”ის, რაც მოხდა დღეს, არის დაუშვებელი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ბრძოლა, რომელსაც ის აუცილებლად წააგებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. მივმართავ საზოგადოებას, მივმართავ ჟურნალისტებს, სოლიდარობა გამოუცხადონ რუსთავი2-ის თანამშრომლებს და ყველანი შეიკრიბონ რუსთავი2-ის შენობასთან. ჩვენ ნებისმიერი ფორმით წავალთ წინააღმდეგობაში და ამ უკანონობას, რაც დღეს მოსამართლეების სახელით, ქიბარ ხალვაშის სახელით ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არ დავუშვებთ”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები განიცდიდნენ ზეწოლას ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და სწორედ ამიტომ მიიღეს მათ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. წიკლაურის განცხადებით, ისინი არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას და საზოგადოებას მოუწოდებს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან შეკრებას. კითხვაზე, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, წიკლაური აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც 9 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული, იმსჯელებს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...