მთავარისიახლეებიკონფლიქტებინატოს პრეს-სპიკერი განცხადებით ეხმაურება ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელი პუნქტების ...

ნატოს პრეს-სპიკერი განცხადებით ეხმაურება ნაბაკევი-ხურჩისა და ოტობაია-ორსანტიის გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხს

Published on

საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ,   ორი გამშვები პუნქტის (ნაბაკევი-ხურჩა და ოტობაია-ორსანტია) დახურვის საკითხს  ნატოს პრეს-სპიკერი განცხადებით ეხმიანება:
 
„შეშფოთებული ვარ საქართველოში აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი გადამკვეთი პუნქტის დახურვის გამო. ამ პუნქტების დახურვა, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებს ასობით მოქალაქე, უარყოფით გავლენას მოახდენს ადგილზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში სტაბილურობაზე,“- ნათქვამია  განცხადებაში. – ალიანსი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღი წინათ ამ  მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმაც გააკეთა. 
 
,, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გამოცხადებული ორი გამშვები პუნქტის დახურვა, რომელიც ყოველდღიურად გამოიყენება ასობით მგზავრების მიერ, საზიანო იქნება მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს. ''- ნათქვამია გაცხადებაში 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...