მთავარისიახლეებიკონფლიქტებირა მოხდება, თუკი ყველა გავლენიანი ( ,,ბლატიანი'') ქართველი ასე მიიღებს აფხაზეთის...

რა მოხდება, თუკი ყველა გავლენიანი ( ,,ბლატიანი”) ქართველი ასე მიიღებს აფხაზეთის მოქალაქეობას?” – წერენ აღშფოთებული აფხაზები

Published on

რის საფუძველზე მიიღო დე – ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტმა მერაბ გიორგის ძე ჯანგველაძემ? – ნათქვამია   აფხაზეთის პოლიტიკური პარტია ,,აინარის'' ხელმძღვანელის , აფხაზეთის პარლამენტის წევრობის კანდიდატის თენგიზ ჯოპუა მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის საზოგადოებაში სკანდალი მოყვა.
 
 დანაშაულებრივი სამყაროსადმი კუთვნილებაზე მეტად, საზოგადოების უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ჯანგველაძე ქართველია, აფხაზეთიდან დევნილი და აქ ომის დასრულების დღიდან არ უცხოვრია.
 
,,ჩვენ უარს ვეუბნებით მოქალაქეობაზე გალში მცხოვრებ პატიოსან დევნილებს, აქ კი ეს პასპორტი უპრობლემოდ მიიღო კრიმინალმა, რომელსაც ოდესღაც სოხუმში უცხოვრია''
ეს საშიში პრეცედენტია, რა მოხდება, თუკი ყველა გავლენიანი ( ,,ბლატიანი'')  ქართველი ასე მიიღებს აფხაზეთის მოქალაეობას?''. – წერენ აღშფოთებული აფხაზები. 
 
დღეს სეპარატისტული აფხაზეთის შსს პრესსამსახურმა ოფიციალური  განცხადებით უარყო ეს ფაქტი. 
 
განცხადებაში ნათქვამია: ,, 2016 წელს შს სამინისტრომ  მართლაც მიიღო   რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროსა და მოსკოვის ადვოკატთა საქალაქო კოლეგიის  წარმომადგენლების მიმართვა ცნობისათვის – არის თუ არა სოხუმში, 1961 წელს დაბადებული მერაბ ჯანგველაძე აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქე და რა სახის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცა მასზე აფხაზეთის ხელისუფლების ორგანოების მიერ.
 
მიმართვების ავტორებმა ჩვენგან მიიღეს პასუხი, რომ მერაბ ჯანგველაძეზე აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის შს სამინისტროს მიერ გაცემული იყო მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი, მაგრამ აფხაზეთის 1992 – 1993 წლის სამამულო ომის შემდეგ მან დატოვა აფხაზეთის ტერიტორი და, . შესაბამისად, პასპორტი ძალადაკარგულია –  აფხაზეთის რესპუბლიკის  მოქმედი  კანონმდებლობის თანახმად იგი არ შეიძლება ჩაითვალოს აფხაზეთის მოქალაქედ და მასზე ახალი პასპორტის გაცემა გამორიცხულია. 
 
თუ ბატონი თენგიზ ჯოპუა ფლიობს რაიმე მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ მერაბ ჯანგველაძეზე უკანონოდ გაცემულია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი,მოვითხოვთ დაუყოვნებლივ წარმოადგინოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხი აგოს წინასწარ განზრახვით გავრცელებული ცილისწამებლური განცხადებისათვის''. – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო  შსს პრესსამსახურის განცხადებაში 
 
 
 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...