მთავარისიახლეებირეგიონებისენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულია იმპიჩმენტის წესით

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულია იმპიჩმენტის წესით

Published on

 სენაკის რაიონის   საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე საკრებულოს 22-მა წევრმა  მხარი დაუჭირა თავმჯდომარის ხვიჩა ჯიშკარიანის იმპიჩმენტის საკითხს . 

საკრებულოს 30 დეპუტატიდან სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციამ სხდომა დასაწყისშივე პროტესტის ნიშნად დატოვა.  

 სენაკის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება, კანდიდატურებს შორის , როგორც ვარაუდობენ  შესაძლოა იყოს საკრებულოს წევრი გოჩა ლაშქარავა, რომელიც მედიაში გაჟონილი ინფორმაციით  გუბერნატორ ლევან შონიასთან ერთად უკვე რამდენჯერმე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი საკრებულოს თავმჯდომარედ დასახელების საკითხი  გადაწყვეტილია.

 შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს პრაქტიკაში თავმჯდომარის იმპიჩმენტით გათავისუფლების მეორე მცდელობაა  ბოლო სამი  წლის მანძილზე, პირველს ადგილი ჰქონდა 2012 წელს, როცა იმპიჩმენტი გამოუცხადესიმჟამინდელ  საკრებულოს თავმჯდომარეს მურად შამათავას. 

 

 

სიახლეები

ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა იმ საქმეზე, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს კიდევ ერთი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამჯერად საუბარია იმ საქმეზე,...

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს. ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 სექტემბრით...

თორნიკე რაზმაძე სასამართლო პროცესის გახსნას ითხოვს

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის სასამართლოში დაბარებული თორნიკე რაზმაძე მისი  პროცესის გახსნას ითხოვს....

სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა

“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას...