მთავარისიახლეებისაზოგადოება"მე-11 მე-12 კლასელები ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებიან და რეპეტიტორიც არ იქნება საჭირო"- ჯეჯელავა

“მე-11 მე-12 კლასელები ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებიან და რეპეტიტორიც არ იქნება საჭირო”- ჯეჯელავა

Published on

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, სკოლაში მე–12 კლასის შესახებ, მის მიერ დამატებითი კომენტარი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.“ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება იდენტური იმისა, რაც არის დღეს. ერთადერთი, რაც განიხილება, არის ბოლო ორი კლასის გაძლიერება და მომზადება უმაღლესისთვის. ანუ, ფაქტობრივად, მე–10 კლასის ჩათვლით ჩვეულებრივი სკოლაა, რომელიც ამზადებს ცხოვრებისთვის. მე-11 და მე-12 კლასში კი, თუ ჟურნალისტობას აპირებ, კონცენტრირდები მოსამზადებლად, ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებთ, ქიმიაზე. საუბარია სპეციალიზირებულ კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე და საუბარი მის გაუქმებაზე არ არის”, – განმარტა მინისტრმა.მისივე თქმით, მეცხრე კლასამდე 2 საფეხური (დაწყებითი და საბაზო) სავალდებულოა, მესამე კი არა. შესაბამისად “მე–9 კლასიდან ჩვენს სისტემას აქვს ისიც, რომ მოსწავლემ მისთვის სასურველი გზა აირჩიოს.”როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაძლიერებული სკოლები აქამდეც იყო, თუმცა, მინისტრის ინიციატივით, ასეთი სკოლების რაოდენობის ზრდაზეა საუბარი. ჯეჯელავას განცხადებით, მიმდინარე წელს ასეთი 50–მდე სკოლა იქნება, რომელიც თბილისის გარდა რეგიონებსაც მოიცავს.“დღეს 50–მდე სკოლაა, ვინც ისედაც სპეციფიკურ პროგრამებზე მუშაობენ და სწავლაც კონცენტრირებულია. ბუნებრივია, ეს არ მოიცავს მხოლოდ თბილისს და იქნება რეგიონებშიც. ცალკეული სკოლების გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის სტატუსი, ჩვენი მიზანია და გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ იმ სკოლებს, რომლებიც ბოლო კლასში თავიანთ ბავშვებს ასეთ სწავლას მოუწყობენ, რადგან ასეთ შემთხვევაში რეპეტიტორების საჭიროება მოიხსნება. მინიმუმ ამ ბავშვებისთვის მოიხსნება და შემდეგ წლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რეპეტიტორების საჭიროება ნელ–ნელა გავა სცენიდან,” – განაცხადა ჯეჯელავამ.ჟურნალისტების კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მე–10 კლასელ მოსწავლეს არ ექნება გადაწყვეტილი პროფესია, მაშინ რაში მდგომარეობს ბოლო ორი კლასის გაძლიერების იდეის წარმატება – ჯეჯელავამ ამის საპასუხოდ მობილობის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ერთი მიმართულებით წავა და შემდეგ სხვა პროფესიისკენ გადაიხრება, მას შეეძლება მობილობით ისარგებლოს და პროფესიაც შეიცვალოს.

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...