წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების გადმოცემით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს. ის ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება. ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდოგმაროების მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა. ამჯერად გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
5 ლარისა და 20 ევროსთვის გატაცებული და ნაცემი პირი წყალტუბოს რაიონში
სიახლეები
სიახლეები
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...
სიახლეები
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...
სიახლეები
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი
ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...
სიახლეები
Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს
სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...