მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში არამდგრადი ამინდები მარტის დასაწყისამდე შენარჩუნდება

საქართველოში არამდგრადი ამინდები მარტის დასაწყისამდე შენარჩუნდება

Published on

26-27 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 11-13 გრადუსი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი. თბილისში დღეს უნალექო ამინდი იქნება. დღისით დროგამოშვებით ქარი გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9-11 გრადუსია მოსალოდნელი. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შიდა და ქვემო ქართლში, შესაძლებელია ყინვა – 0;-5 გრადუსი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი -10-15 გრადუსი იქნება. 28 თებერვალს საქართველოში კვლავ გამოიდარებს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 13-18 გრადუსი იქნება. 28 თებერვალს თბილისში გამოიდარებს და დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

სიახლეები

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...