მთავარისიახლეებიპოლიტიკა25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

25 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება

Published on

ორშაბათიდან, 25 მაისიდან, პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნები აღდგება.-ამისსესახებ დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გამაცხადა – საგანგებო მდგომრეობის დასრულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მსჯარდებულების კონტაქტი ოჯახთან და გარესამყაროსთან მალე აღდგეს”.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ხანმოკლე პაემნების დროს მსჯავრდებულსა და მის ოჯახის წევრს შორის მინის ბარიერი იქნება. სტუმარი ვალდებული იქნება დაემორჩილოს პენიტენცურ დაწესებულებებში მოქმედ სანიტარულ ზომებს.

20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდა, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. და ამ გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების [გარდა წერილებისა] შეგზავნა.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...