მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელია დასახელდა

მარტვილში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად სოსო დანელია დასახელდა

Published on

 
11:09 31-08-2015
 

მარტვილში  დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი  "ქართული ოცნებიდან" სოსო დანელია იქნება. ამის შესახებ დღეს ,,ქართული ოცნები''ს ცენტრალურ ოფისში გამართულ წარდგენაზე გახდა ცნობილი. დღესვე დასახელდა აგრეთვე ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატი საგარეჯოში – თამარ ხიდაშელი
კანდიდატები  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. 
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...