მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში ხმაური და დაპირისპირებაა - მმართველი პარტია ფარული მოსმენების შესახებ მიუღებელ...

პარლამენტში ხმაური და დაპირისპირებაა – მმართველი პარტია ფარული მოსმენების შესახებ მიუღებელ კანონპროექტს იღებს

Published on

პარლამენტში ხმაური და დაპირისპირებაა . საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვა განხილვა არა მუხლობრივად არამედ თავების მიხედვით მომხდარიყო, რასაც ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ევროპულმა საქართველომ პარლამენტის დარბაზი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა, რის შემდეგაც მათ საგანგებო ბრიფინგი გამართეს. მათი თქმით, უმრავლესობის შეთავაზება ფარისევლობაა და კანონის განხილვა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხორციელდება, რის გამოც ისინი სხდომას არ დაესწრებიან.
ევროპული საქართველოს განცხადებას მხარს უჭერს ნაციონალური მოძრაობა, თუმცა სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი დარბაზის დატოვებას არ აპირებენ.
ამასობაში კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს-ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული გამაფრთხილებელი აქცია "ნუ გვისმენთ". აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონპროექტის ის ვერსია, რომელიც დღეს განიხილება  პარლამენტში,  
"ეს კანონი არც ადამიანის ულებების დაცვისკენ არის მიმართული და არც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისკენ. ეს კანონი მიმართულია ერთი ადამიანის უსაფრთხო ძილისკენ, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.  
 
 

სიახლეები

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი

ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...

Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს

სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლები ავრცელებენ: „სამწუხაროდ...