მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო კლუბი საზღვრისპირა სოფელში, რომელიც პანდემიის დროს აქტიურად მუშაობს

სამოქალაქო კლუბი საზღვრისპირა სოფელში, რომელიც პანდემიის დროს აქტიურად მუშაობს[Video]

Published on

სამოქალაქო კლუბი „თავისუფალი მოქალაქე“ -ამ სახელწოდებით ჩამოაყალიბეს კლუბი, საზღვრისპირა სოფელ კოკის სკოლის მოსწავლეებმა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ონლაინ- გაკვეთილებით უწევთ სასწავლო პროცესზე დასწრება, ისინი მაინც ახერხებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. სამოქალაქო კლუბის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ვიდეო რგოლი მოამზადეს თემაზე, „ენგურისპირა სოფელი ტურისტებისთვის“. როგორც სკოლის მოსწავლეები ამბობენ, მათთვის ძალიან ძნელი და რთული იყო თავიდანვე ონლაინ გაკვეთილების სისტემაზე გადასვლა. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ვერ ახერხებენ სიარულს, მაინც ცდილობენ ეს დანაკლისი სხვა ფორმით აინაზღაურონ და გადაწყვიტეს სოფლის ტურისტულ თემაზე ვიდეო რგოლების მომზადება. როგორც სკოლის ისტორიის მასწავლებელი შაქრო ნარმანია ამბობს, ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, მითუმეტეს ასეთ დროს მათი მხრიდან გამოჩენილი აქტიურობა მასწავლებლებისთვის მოულოდნელი და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო იყო.

კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მომავალში გეგმავენ ანალოგიური სახის პროექტები თანატოლებთან ერთად განახორციელონ

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...