მთავარისიახლეებისაზოგადოებაინციდენტი ბათუმის დელფინარიუმში

ინციდენტი ბათუმის დელფინარიუმში

Published on

გუშინ  ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე ადამიანი შეიჭრა, ისინი დელფინების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

შპს ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ადამიანებმა დაარღვიეს სპეციალური კორდონი და  ხელი შეუშალეს სამუშაო პროცესს, დელფინარიუმის დაცვის წევრების საპასუხო რეაქციას კი აგრესიითა და ცრემლსადენი გაზით უპასუხეს. 

"დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. , – ნათქვამია განცხადებაში. 

ცხოველთა დაცვის ფედერაციაში კი ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის 10 წარმომადგენელი ცხოველთა უფლებების დარღვევას აპროტესტებდა, რა დროსაც დელფინარიუმის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"ჩვენ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების 10 წარმომადგენელი, მათ შორის, ბელორუსის, თურქეთის, რუსეთის, ირანის ცხოველთა უფლებების დამცველები  ვაპროტესტებდით ცხოველების გამოყენებას ექსპლუატაციის მიზნით. ვიყავით მისული ლოზუნგებით "თავისუფლება ცხოველებს", "ჩვენი განწყობა – მათი წამება". დაცვამ გვცემა, შემდეგ პოლიცია მოვიდა და ახლა განყოფილებაში მიმდინარეობს დაკითხვა", – აღნიშნეს ცხოველთა დაცვის ფედერაციაში. 

ცრემლსადენი გაზი, რომელზედაც ლაპარაკობენ ბათუმის დელფინარიუმის მესვეურები, ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის მტკიცებით სხვა არაფერია, თუ არა წიწაკა, რომელიც ერთერთმა პროტესტანტმა დაცვის წევრთა აგრესიული ქმედებებისგან  თავის დასაცავად გამოიყენა. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...