მთავარისიახლეებიპოლიტიკამამა გიორგი დედა ეკლესიამ ხელისუფლების თხოვნით მიატოვა- რას წერს ელისო კილაძე

მამა გიორგი დედა ეკლესიამ ხელისუფლების თხოვნით მიატოვა- რას წერს ელისო კილაძე

Published on

ქრონიკა +-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს პატრიარქის მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.ბოტკოველის თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო თხოვნა, მღვდელმთავრებს გამოეჩინათ თავშეკავება, ვინაიდან ამ საკითხის ( ე. წ. ციანიდის საქმე)  მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.“ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო სტრუქტურებს. გვჯერა, რომ ისინი ობიექტურად შეისწავლიან და საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომელიც იქნება აბსოლუტურად დამაჯერებელი“- განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.მისი განცხადების არ სჯერა ჟურნალისტ ელისო კილაძეს „მამა გიორგი დედა ეკლესიამ ხელისუფლების თხოვნით მიატოვა.ახლა გოგაშვილის გადარჩენა მამაოს დანაშაულის მტკიცებაშია და ამისთვის მისი აგენტურა საპატრიაქოში მიქაელ ბოტკოველის ჩათვლით ყველაფერს გააკეთებს.მე არ მჯერა ბოტკოველის განცხადების რომ სინოდმა ერთხმად უარი თქვა მამა გიორგის მონახულებაზე.მამა გიორგის გამძლეობაზე და სიმტკიცეზე ბევრი რამაა დამოკიდებული.ახალ ადვოკატზეც,რომელიც ბევრად უფრო გაბედულად იქცევა,ვიდრე წინა ცოლ -ქმარი.“- წერს ჟურნალისტი

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...