უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე მეუფე პეტრეს დედა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს.”ყველა ეპისკოპოსი თვლიდა, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე ამ საქმის ირგვლივ. მეუფე პეტრე კი თავს არიდებდა გამოძიების თემას. ამბობდა, რომ გამოძიება საჭირო არ არის, რადგან ეს საქმე არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ითხოვდა მამა გიორგის გათავისუფლებას, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ყველა დანარჩენი ეპისკოპოსები იყვნენ ერთსულოვანი და ისინი ამბობდნენ, რომ გათავისუფლების შემთხვევაშიც, მამა გიორგის შეიძლება დაემუქროს დიდი საფრთხე და ისევ სჯობს, გამოძიების ბოლომდე ის იყოს იქ, სადაც დღეს იმყოფება, რადგან თუნდაც მისი სიცოცხლე დღეს უფრო დაცულია”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ. ”მან საჯაროდ დაიწყო საუბარი იმაზე, რაც ერთი მხრივ, არ არსებობს და მეორე მხრივ, ის ჩაება ფერხულში, რასაც ჰქვია საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მიზნად დაისახა საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია, რაც ნიშნავს, ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის შესუსტებას და სწორედ იმ ძალების მხარდაჭერას, რომლებსაც უნდათ, რომ ქვეყანა იყოს დაუძლურებული და ეკლესია სუსტი”, – ამის შესახებ უფლებადამცველმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ე.წ. ”ციანიდის საქმეზე” საპატრიარქოში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...