მთავარისიახლეებიკონფლიქტებისერგეი შამბა თავზარდაცემულია: ,,დავკარგეთ ჩვენი ინტერესების დამცველი გაეროში ვიტალი...

სერგეი შამბა თავზარდაცემულია: ,,დავკარგეთ ჩვენი ინტერესების დამცველი გაეროში ვიტალი ჩურკინი”

Published on

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა მწუხარებით ეხმაურება გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვიტალი ჩურკინის გარდაცვალებას.
,,ვიტალი ჩურკინის გარდაცვალების ამბავმა თავზარი დამცა -წერს იგი –  ჩვენ  დავკარგეთ დიდი და საიმედო მეგობარი, რომელსაც, როგორც არავის, შეეძლო და იცავდა კიდეც აფხაზი ხალხის ინტერესებს გაეროში.  მას პრინციპული პოზიცია ჰქონდა იმ მოვლენების მიმართაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა ცხინვალშიც. 
ვიტალი ჩურკინმა მტკიცე პროტესტი გამოთქვა, როცა უარი მითხრეს აშშ ვიზაზე და ამით ჩაშალეს ჩემი გამოსვლა გაეროში საქართველოსთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე. 
მე უკვე მივუსამძიმრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას  და სამძიმრის წერილსი აღვნიშნე, რომ ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი როგორც რუსული დიპლომატიისათვის , ისე ჩვენთვის. ვიტალი ჩურკინი იყო ძალიან კვალიფიციური და პრინციპული დიპლომატი, უაღრესად  კომუნიკაბელური ადამიანი, რომელსაც პატივს სცემდნენ გაეროს დიპლომატიურ  წრეებში'' – წერს სერგეი შამბა. 

 

 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...