მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნას ითხოვს

ოპოზიცია ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნას ითხოვს

Published on

„ევროპული საქართველოს“  წევრები სოფელ ხურჩაში გასული წლის 19 მაისს მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის ინტერპოლით ძებნილ პირთა სიაში შეყვანას და მის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას."ზუსტად 9 თვის წინ ორი შვილის მამა გიგა ოთხოზორია ცინიკურად მოკლეს. მკვლელი, რომელიც გადაღებულია ვიდეოფირზე, რაშიდ კანჯიოღლი, დღემდე არ არის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეყვანილი. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლს წერილი გაუგზავნა, მაგრამ 9 თვის განმავლობაში როგორ ვერ მოხერხდა, რომ იდენტიფიცირებული პირი, რომლის მხრიდანაც მკვლელობა დადასტურებულია და მტკიცებულებებით არის გამყარებული, არ იძებნება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ. მისივე თქმით, ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, რუსეთის ფედერაცია ახერხებს ქართველი ოფიცრების ინტერპოლით ძებნილთა სიაში ჩასმას, ისე რომ არანაირი მტკიცებულებები არ აქვთ.კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ინტერპოლით ძებნილთა სიაში ოთხოზორიას მკვლელის ჩასმა, კახიძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება წერილის გაგზავნის გარდა, არ აწარმოებს მჭიდრო კომუნიკაციას, რაც მტკიცებულებების გაცვლას გულისხმობს.ოპოზიციის მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა მმართველი გუნდი. "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რაც ჩვენს ძალებშია," – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიას, ეს კი სიფრთხილეს მოითხოვს. მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ამ თემაზე პასუხი შესაბამისმა ძალოვანმა უწყებებმა უნდა გასცეს. ამასთან, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქართული მხარე საქმის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს.  ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ამჟამად დაკავებული არ არის.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...