მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ ან...

არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ ან წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს – დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა

Published on

საერთაშოორისო გამჭვირვალობა-საქართველო საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას ავრცელებს, რომელიც „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივ დევნას შეეხება

დასკვნის თანახმად, არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.

დასკვნის ავტორია პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი 30 წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, ბრალდების შესახებ დადგენილების, საქმეში არსებული ფაქტებისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების შედეგად გაკეთებული ძირითადი მიგნებები შემდეგია:

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადგენს:

1. სესხის გზით მიღებული თანხის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) განზრახვას;
2. თანხის „უკანონო წარმომავლობის“ დამალვის განზრახვას;
3. მიღებული თანხების ლეგალურ ეკონომიკაში ინტეგრირების განზრახვას.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას.

ფულის გათეთრება და ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული (პრედიკატული) დანაშაული განსხვავებული დანაშაულებია. მხოლოდ პრედიკატული დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ფულის გათეთრების ბრალდებას ვერ დაადასტურებს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრალდების მხარე ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებულ დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაამტკიცებს, ნებისმიერი მომდევნო ქმედება, მხოლოდ უკანონოდ მიღებული შემოსავლის გამოყენების და არა მისი გათეთრების ფაქტს გაამყარებს.

საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, სასამართლოები ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის პირებს არ ასამართლებენ მაშინ, როდესაც სავარაუდოდ ჩადენილ ქმედებაში ფულის გათეთრების მიზანი ვერ მტკიცდება.

ქონების უკანონო დაუფლებასთან დაკავშირებული ქმედება რომც დამტკიცდეს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ამ ფაქტზე ცალკე სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს.

საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკით, არასათანადო ან ხელოვნურად შექმნილი ბრალდების საფუძველზე (ამ შემთხვევაში ფულის გათეთრების ბრალდება), ხანდაზმულობის ვადისთვის გვერდის ავლა, სამართალწარმოების პროცესის ბოროტად გამოყენებად მიიჩნევა.

ორგანიზაციაში ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებენ, რომ პოლინ დევიდი საქართველოში თებერვალში იმყოფებოდა და შეხვდა საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირსა და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. TI-ის ინფორმაციით, ის ასევე შეხვდა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიაწოდეს მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა.

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...