ილია მეორე საქართველოში დღეს ბრუნდება

0
447
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში დღეს დაბრუნდება. უწმინდესი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით 17:30 საათზე ჩამოფრინდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია. გერმანელი ექიმების განცხადებით, გართულებებს არ ელოდებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში თბილისში ჩამოვლენ და ილია მეორეს მოინახულებენ. წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა გერმანია უკვე დატოვა. გამომგზავრებამდე ილია მეორეს გერმანელი მედიკოსები კიდევ ერთხელ გასინჯავენ. უწმინდესს ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
წინა სტატიაკვლევის შედეგები: „ქართული ოცნების“ 37 დეპუტატი მილიონერია, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია
შემდეგი სტატიასოსო ოხანაშვილი- პატრიარქი დაინტერესებულია ამ საქმის დეტალებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური