კვლევის შედეგები: „ქართული ოცნების“ 37 დეპუტატი მილიონერია, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია

0
472
მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ და პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველო“ ერთობლივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.საუბარია „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მინისტრებისა და ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დეკლარირებულ მილიონობით ლარის ქონებაზე.კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მმართველი პარტიის 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი უძრავ-მოძრავი ქონება 1 მილიონ ლარს აჭარბებს.რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, დეკლარაციების მიხედვით, საქართველოს მთავრობაში ექვსი მილიონერი მინისტრია. „მედიატორის“ წარმომადგენლის სოფო მუზაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების 35%, ანუ ყოველი მესამე არის დეკლარირებული მილიონერი. 
 
„   1. შოთა შალელაშვილი – 34. 907.760 ლარი
 
     2. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე – 13 მლ. ლარი
 
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, იოსებ მაკრახიძე გასამართლებულია საბიუჯეტო სახსრების მითვისებისთვის)
 
    3. კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია – 12.414.270 ლარი
 
    4. პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი -10 მილ. ლარი
 
    5. ქუთაისის ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი – 7.672.000 ლარი
 
კვლევაში საუბარია მილიონერ მინისტრებზეც:
 
    1. კახა კალაძე – 36.604.500 ლარი
 
    2. ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11.253.000 ლარი
 
    3. ქეთევან ციხელაშვილი – 9.748.000 ლარი
 
    4. გიორგი გახარია – 5.019.000 ლარი
 
    5. ზურაბ ალავიძე – 2.442.000 ლარი
 
    6.დიმიტრი ქუმსიშვილი – 1.965.000 ლარი“,- აცხადებენ კვლევის ავტორები.
 
მონიტორინგის ცენტრ „მედიატორისა“ და „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ კვლევაში მოექცნენ ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
 
ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს „პატრიოტთა ალიანსის “ დეპუტატი ნატო ჩხეიძე, მილიონერებს შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ნაყოფია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.
 
  1. ნატო ჩხეიძე – 51.039.798 ლარი
 
   2. კობა ნაყოფია – 8.033.500 ლარი
 
   3. სერგო რატიანი – 1.560.900 ლარი
 
   4. აკაკი ბობოხიძე – 1.219.450
წინა სტატიაგადაცემა თეზისი ვსაუბრობთ მხატვარ და კერამიკოს რობერტ აბსანძის შემოქმედებაზე Thesis program talking about the painter and ceramic works by Robert Absandze
შემდეგი სტატიაილია მეორე საქართველოში დღეს ბრუნდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური