მთავარისიახლეებისაზოგადოება,,იმედზე'' საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუები დაიხურა

,,იმედზე” საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქ–შოუები დაიხურა

Published on

ტელეკომპანია  "იმედი" საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქშოუებს დროებით აჩერებს.   ტელეკომპანიის სპეციალურ  განცხადებაშია  ნათქვამია:
"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია "იმედი" დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.''
ტელეკომპანია ამავე განცხადებაში დიდი მადლობს უხდის   ,,გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების შექმნაში".

შეგახსენებთ, რომ გაზაფხულის სეზონი ტელეკომპანია იმედმა  ორი საზოგადოებრივ–პოლიტიკური თოქშოუთი დაასრულა– ეს იყო ,,იმედის კვირა'' და  ,,რეაქცია''.
''რეაქციის'' ავტორისა და წამყვანის ინგა გრიგოლიას  პირველი რეაქცია ტელეკომპანიის გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების დახურვის შესახებ   ასეთი იყო : მორჩა კინო, წადით სახლში. ''რეაქცია" და "იმედის კვირა" დაიხურა!" ეს რეპლიკა მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პრესისათვის მოგვიანებით  მიცემულ ინტერვიუში კი იგი აცხადებს, რომ  „გადაცემის დახურვის შესახებ არაფერი იცოდა და რომ არხმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, გრიგოლიას თქმით, გადაცემის სანაცვლოდ არხის ხელმძღვანელობამ მას „იმედის“ ვებ-გვერდზე დასაქმება ანპროდიუსერობა შესთავაზა,,ორივე გადაცემა იყო მაღალრეიტინგული და ძალიან საინტერესო, შესაბამისად, იმას არ მივიღებ რომ არხს აღარ სჭირდებოდა.ერთ-ერთი რომ დაეხურათ შეიძლება დამეჯერებინა რომ ფორმატის ცვლილებაა, მაგრამ ორივე ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკური ტოკ-შოუს როცა ხურავ მაქვს ეჭვი. მითუმეტეს ძალიან დიდ გამოცდილება მაქვს. ძალიან ვწუხვარ ეს ყველაფერი რომ მოხდა.
მე მინდა მათი კომენტარები მოვისმინო, ვინც მიშას დროს ჩემს ეთერში ისხდნენ და ამბობდნენ რომ რა ცუდია, როდესაც თავისუფალ სიტყვას ასე ექცევა ნაციონალური მოძრაობა, დღეს მე მინდა თითოეული მათგანის კომენტარი მოვისმინო, თუმცა ვეჭვობ რომ ვერ მოვისმენ.''– აცხადებს ჟირნალისტი

 

 

 

 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...