მთავარისიახლეებიკულტურამალე მოგვიდი, გაზაფხულო... - მეგრული ჟურნალის „სქანი“ პირველი ნომერი უკვე წიგნის...

მალე მოგვიდი, გაზაფხულო… – მეგრული ჟურნალის „სქანი“ პირველი ნომერი უკვე წიგნის მაღაზიებსა და პრესის ჯიხურებშია

Published on

გამოვიდა პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალის „სქანი“ პირველი ნომერი. პირველ ეტაპზე მისი ტირაჟი 800-მდე ეგზემპლარს შეადგენს

გამოცემის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია გივი ქარჩავა, რედაქციის ერთერთი საკვანძო ფიგურა – გიგა ქავთარაძე.

ჟურნალი უკვე იყიდება თბილისში და მალე გამოჩნდება  ზუგდიდსა და სამეგრელოს სხვა ქალაქებშიც –  უკვე მიღწეულია შეთანხმება ხობში, ჩხოროწყუსა და მარტვილში არსებულ წიგნის მაღაზიებთან და პრესის ჯიხურებთანაც.

ჟურნალის ფასი 5 ლარს არ აღემატება.

გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.  

ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესულია სტატიები სამეგრელოს ისტორიის, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკაზე , ფრინველთა მეგრული ტერმინოლოგიის, გენდერის საკითხებზე. ჟურნალში მნიშვნელოანი ადგილი უჭირავს მეგრული პოეზიისა და პროზის, მეგრულ ენაზე თარგმნილი მსოფლიო და ქართული ლიტერატურის ნიმუშებს .

ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...