მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია: ამ კაცის ადგილი არ არის „რუსთავი 2“-ში და ჩვენ მას...

ნიკა გვარამია: ამ კაცის ადგილი არ არის „რუსთავი 2“-ში და ჩვენ მას იქ არ შემოვუშვებთ“

Published on

 ამ კაცის ადგილი არის საქართველოში და იყოს იქ, სადაც არის, მაგრამ ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ამ კაცის ადგილი არ არის „რუსთავი 2“-ში და ჩვენ მას იქ არ შემოვუშვებთ“, – განაცხადა  „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციაზე,  სადაც ის ბიძინა ივანიშვილის კარიკატურით წარდგა.
 
,,ამ კაცს არ ვუყვარვართ, ამ კაცმა დააბრუნა 1984 წელი საქართველოში, –  ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, გვისმენს, გვითვალთვალებს, ამ კაცს არ ვუყვარვართ, ეს კაცი არ არის ჩვენი, ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე, ამ კაცს სძულს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც „რუსთავი 2“ გამოხატავს – დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი, მაგრამ ჩვენ არ ვმაუწყებლობთ ამ კაცისთვის, ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ჩვენ არ ვაპირებთ, მისი ბედი გადავწყვიტოთ, მისი ბედი არის თქვენს ხელში. ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ, რას აკეთებს ეს კაცი ჩვენთვის, როგორ გვისმენს, როგორ იპარავს ჩვენს ქონებას, როგორ დგას ყველა ხელისუფლის უკან, რომელიც სინამდვილეში არარაობაა და სინამდვილეში გვმართავს ეს კაცი. ამ კაცმა დააბრუნა 1984 წელი საქართველოში, როცა ყველას უთვალთვალებენ, მეორე დღეს გვაჩვენებენ, გვასმენინებენ, გვხურავენ, სულს უღებენ პირიდან ყველა ადამიანს, ვისაც თავისუფლება უნდა.'' – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...