მთავარისიახლეებითვალსაზრისისიტყვის თავისუფლება მტრობასა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანია - როგორ ეხმაურებიან "რუსთავი 2"-ის...

სიტყვის თავისუფლება მტრობასა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანია – როგორ ეხმაურებიან “რუსთავი 2”-ის გათიშვას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები

Published on

ვინ და რატომ მიდის ხვალ რუსთავი 2- ის მხარდსაჭერ აქციაზე,   როგორ ეხმაურებიან  "რუსთავი 2"-ის გათიშვას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები, რა არის ის, რაც მათ აერთიანებთ? 
ამ კითხვებზე პასუხს სცემს ორი ამონარიდი სოციალური ქსელში გამოქვეყნებული ასობით სტატუსიდან, რომელთა უკან დგანან რიგითი მოქალაეებიცდა ცნობილი პოლიტიკური ფიგურებიც… სხვადასხვა ბანაკებიდან. ისინი  გათიშულმა რუსთავი 2 – მა  გააერთიანა.
 
ცოტნე გამსახურდია : ,,რუსთავი-2 მაუწყებლობას წყვეტს. არ ვიქნები ბანალური და მეათასედ არ გავიმეორებ კლასიკოსის ნათქვამს, რომ სიტყვის თავისუფლება მტრობასა და მეგობრობაზე მნიშვნელოვანია. არც იმის ახსნას დაგიწყებთ, რაოდენ დიდი ზიანი მომაყენა ამ ტელევიზიამ არაერთხელ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფს, რომ წლების განმავლობაში არც შემიხედავს ამ ტელევიზიისათვის…
საბედნიეროდ, როგორც მეგობრები და მტრები ამბობენ, მოვლენებში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ასპექტის დანახვა შემიძლია. ასევე შემიძლია გადავაბიჯო პირად ბოღმას და ბრაზს, როცა საქმე საერთოს და საზოგადოებრივს ეხება. დღეს მე ვიცი – რომ არა რუსთავი-2, ჩვენ ჭურში ვეყოლებოდით ქოცმთავრობას. ვერ გავიგებდით ვერც მოსამართლე ნაზღაიძის მოქრთამვის შესახებ, ვერც დეკანოზ მამალაძის არსებობაზე, ვერ გავიგებდით ხელისუფლების სხვა მძიმე და ცუდი საქმეების შესახებ…
რუსთავი-2 არის დღეს ინფორმაციის ერთადერთი ალტერნატიული წყარო, საიდანაც ისმის საინტერესოდ, კვალიფიციურად და ობიექტურად მომზადებული კრიტიკული აზრი! ის, რასაც იგი არ აკეთებდა ცხრა წლის განმავლობაში! დღეს მე მხოლოდ რუსთავი-2 სიუჟეტებს ვუყურებ, რადგან ვიცი რად გადააქციეს ქოცებმა სხვა ტელევიზიები. მარტო საზმაუს და "ია და ვასიას" მაგალითი კმარა…''
 
ნიკა მაჭუტაძე: ზღვარი სიტყვის, აზრის დამონებასა და პოლიტიკურ თავისუფლებას, ავტორიტარულ ერთფეროვნებასა და დემოკრატიულ პლურალიზმს შორის გადის "რუსთავი 2"-ზე.
სოლიდარობას ვუცხადებთ "რუსთავი 2"-ს, მის თანამშრომლებს, მათ ოჯახებს.
საზოგადოება მთლიანდება "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის დასაცავად.
მთლიანდება მისი სუვერენულობის დასაცავად, რათა დაცული იქნას ჩვენი, როგორც მოქალაქის სუვერენულობა.
ჩვენ არ დავუშვებთ გამორთონ "რუსთავი 2", რათა არ გამოგვრთონ სახელმწიფო, პოლიტიკური და სოციალური პროცესიდან.
ჩვენ არ დავუშვებთ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რათა საქართველოს მოქალაქეთა გონება არ შეცვალოს კრემლის პროპაგანდამ.
ჩვენ მივდივართ ერთმანეთთან, რათა გავიმარჯვოთ ჩვენსავე საფრთხეებზე, სიზარმაცეზე, უპასუხისმგებლობაზე, ეგოზმზე.
რათა გავიმარჯვოთ ძალა-უფლებაზე, რომელიც შთანთქმას უპირებს ჩვენს მოქალაქედ ყოფნას, ჩვენს სახელმწიფო-კონსტიტუციურ წესრიგს.''
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...