სოციალურ ქსელში ვრცელდება ოფიციალური ვერსიისგან სრულიად განსხვავებული ინფორმაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი თვის ფეისბუქგვედზე წერს, რომ მისი ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ნერვიულობით გამოწვეულმა გულსისხლძარღვის ხანგრძლივმა სპაზმამ გამოიწვია მისი დახშობა… ასევე შესაძლოა იყოს თრომბი ან ემბოლია.
ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით კი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია.